უცხოური მედია: კიმ ჩენ ინმა უმცროსი და სიკვდილით დასაჯა?

სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ  კიმ ჩენ ინმა უმცროსი და სიკვდილით დასაჯა, დაინახა რა მასში პოლიტიკური მეტოქე. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ კიმ იო ჩჟონი საზოგადოების წინაშე 27 ივლისის შემდეგ აღარ გამოჩენილა, ამის შესახებ The Chosun Ilbo წერს.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კიმ იო ჩჟონი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც იგი ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობამ ავტომატურად აქცია იგი ქვეყანაში მეორე, მნიშვნელოვან პერსონად, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რამდენჯერმე გამოჩნდა გასვლით ღონისძიებებზე მაღალჩინოსნებთან ერთად, რომელთა შორის არ იმყოფებოდა მისი უმცროსი და, წერს The Chosun Ilbo.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს, კიმ ჩენ ინი კომაში იყო და სწორედ ამის გამო მისი და ქვეყანაში ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდა. ამასთანავე, ანალიტიკოსების აზრით, კიმ იო ჩჟონმა ჩრდილოეთ კორეის მართვა იმიტომ დაიწყო, რომ ქვეყანაში არ არის გამართული ხელისუფლების მემკვიდრეობის სისტემა, ხოლო დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში  ვაკუუმი შეიქმნა.

 

 

წყარო