” სა­ერ­თოდ მომ­წონს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ სამ­შობ­ლო უყ­ვართ”პატრიოტთა ალიანსი

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბის სე­რია არ წყდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ირმა ინაშ­ვი­ლი­სა და გია ლო­მი­ას აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს აფა­სებ­და, რო­დე­საც პარ­ტი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებ­მა აჭა­რა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. პარ­ტი­ის ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი ლო­მი­ას­თან ერ­თად მისი ვი­ზი­ტი აფხა­ზეთ­ში კერ­ძო ხა­სი­ათს ატა­რებ­და. თუმ­ცა, რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ხატ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ჩა­აბ­რძა­ნეს, “აფხა­ზურ­მა ეკ­ლე­სი­ამ” უარი თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის შემ­დეგ ინაშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც ზურგს ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უმ­შვე­ნებ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ: მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი, პო­ე­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი და მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

იმე­და კა­ხი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

– და­მი­რე­კეს მა­გა­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის, “ობი­ექ­ტი­ვის” სა­ხე­ლით და მი­თხრეს, აფხა­ზეთ­ში ირ­მას სტუმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მას ვა­კე­თებთ და გე­პა­ტი­ჟე­ბით, რა აზ­რის ხარ­თო. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ მომ­წონს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი, და­ლა­პა­რა­კე­ბა და ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა იქით, რომ შე­რი­გე­ბა მოხ­დეს-მეთ­ქი. შემ­დეგ ვი­დე­ო­ში გა­და­ღე­ბა­ზეც დავ­თან­ხმდი.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებს, მათ ამ ნა­ბიჯს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

– ბა­ნე­რე­ბი კი, მაგ­რამ, მე ვნა­ხე ტე­ლე­ვი­ზი­ით თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი, რო­მელ­შიც ბა­თუ­მი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ირმა ინაშ­ვილს ვიც­ნობ, ახ­ლოს არა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ მომ­წონს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ სამ­შობ­ლო უყ­ვართ.

ვრცლად იხილეთ აქ

წყარო