ნაცმოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, „ევროპულ საქართველოში” – კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ ვიცით, “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე შავი ბუღალტერიითაა წარმოდგენილი

ნაციონალურ მოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, “ევროპული საქართველოს” ბუღალტერიაში ილექება კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ კარგად ვიცით, “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში თავიდან ბოლომდე არის შავი ბუღალტერიით წარმოდგენილი ,- ამის შესახებ “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფინანსური ნაკადი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში შეედინება, არის არალეგალური ფული.

“ეს შეედინება “ევროპულ საქართველოშიც”, “ლელოშიც”, “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ეს არის არალეგალური ფული, თავის დროზე ქვეყნიდან მოპარული ფული, რომელიც არალეგალურად ბრუნდება პოლიტიკურ პარტიებში.

როდესაც ატეხილია ამბავი ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ასევე ძალიან საინტერესოა, საიდან აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” დაფინანსება? როგორ უხდიან ეს ადამიანები თავიანთ კოორდინატორებს ფულს? ჩემ მიერ ჩამოთვლილ ყველა პარტიას, ყველა უბანში ჰყავს რამდენიმე კოორდიანტორი, რომელიც იღებს თანხას და არც ერთი მათგანი გადასახადს არ იხდის საქართველოს ბიუჯეტში ანუ ისინი უკვე აწარმოებენ ისეთ პოლიტიკურ კამპანიას, სადაც კრიმინალის ელემენტი თავიდანვეა დაფიქსირებული. თუ შენ შენს კოორდინატორს უხდი თანხას, მაშინ კეთილი ინებე და გადაიხადე საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, “ევროპული საქართველოს” ბუღალტერიაში ილექება კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ კარგად ვიცით, “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე არის შავი ბუღალტერიით ამ არჩევნებზე წარმოდგენილი. იქ თქვენ ნახავთ ჩხარტიშვილის ფულსაც, სხვადასხვა ადამიანების ფულს, კაზინოს მეპატრონეების გადახდილ თანხებს, იქ ნახავთ არალეგალური სქემებით მიღებულ თანხებსაც”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ძალოვანი უწყებების ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატებს მხარი დაუჭირონ.

როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” არ დაუჭერს მხარს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

“საერთოდ, თეორიაშიც, ბუნებაშიც დაშინებას აქვს ამგვარი კუთხე, რომ ეს ყოველთვის მოდის ხელისუფლებაზე, რომ არჩევნებზე ძირითადი მოძალადე არის ხელისუფლება და ძალოვანი უწყებები. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონიერად აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება და აღჭურვილები არიან საგამოძიებო უფლებით. როგორც წესი, ეს ცვლილებები უნდა იყოს ხელისუფლების შესაკავებლად მიმართული, მაგრამ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ინსტიტუციები, პოლიტიკურ ვერტიკალშია დაქვემდებარებული სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია, შესაბამისად, ასეთ ცვლილებასაც კი არ აქვს აზრი იმიტომ, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავზე რეაგირებას არასდროს გააკეთებენ და არ დასჯიან თავიანთ წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად განახორციელებს ამომრჩეველზე ზეწოლას.

ცვლილებები ისედაც განხორციელდება, ჩვენ ამ სიყალბეში არ მივიღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

წყარო