გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

გუშინ, წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები შესრულდა.

მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები წარსდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა გოჩიაშვილმა შეასრულა.

პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე…“ კონცეპტArt-ის პროექტია, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ხელოვანთა გაერთიანება წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“ აქციას 17 ივლისიდან ატარებდა. პროექტი ათი საღამოსგან შედგებოდა და სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებდა.

 

 

წყარო