უგემრიელესი არაჟნის კრემი ნაყინის გემოთი

  • არაჟანი 27%-30% – 500 გ
  • შაქარი – 180 გ
  • ლიმონის ცედრა – 1/2 ჩ/კ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ფქვილი – 3 ს/კ
  • კარაქი – 250 გ
  • ვანილის შაქარი – 2 გ
მომზადების წესები

არაჟანში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და  ვანილი.

დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ.

მანამდე ათქვიფეთ კარაქი მიქსერით ან ბლენდერით და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული გაცივებული კრემი.

სქელი, ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებისა და ნამცხვრებისთვის, ასევე მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად.

წყარო: gemrielia.ge

წყარო