მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება – ფასები 8 ათას ლარამდე მერყეობს

დღეიდან მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლა განახლდება. ფრენებს მხოლოდ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 17 ივლისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

“მთავარი არხი” დაინტერესდა, რა ღირს ამ მიმართულებით ფრენა ავიარეისების დაწყების დღეს, მაგალითად, სამ აგვისტოს – თბილისი – მიუნხენის რეისზე.

3 აგვისტოს, ორშაბათს, თბილისი – მიუნხენის რეისზე ერთი გზის ღირებულება 4 022-დან 7 638 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად იხილეთ აქ

წყარო