მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან წირვა მიმდინარეობს. ტაძარში წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად, უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს.

დღესვე, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალის დღესაც აღნიშნავს. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

ტაძარში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

წყარო