პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ჩამოვარდა

პაპუა-ახალი გვინეის პოლიციამ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 86 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღო, მათი ვარაუდით კოკაინი ავსტრალიაში გადაჰქონდათ, ინფორმაციას RNZ ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის კომისარის განცხადებით, თვითმფრინავში 750 კგ. კოკაინი აღმოაჩინეს.

მსუბუქი თვითმფრინავის Cessna 402C პილოტი დააკავეს საზღვრის დარღვევის გამო. პოლიციის განცხადებით, პილოტმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და სწორედ მისი დაკავების შემდეგ ამოიღეს თვითმფრინავიდან კოკაინის 28 შეკვრა.

 

 

წყარო