ფილმის “შუაღამის ექსპრესი”-ს რეჟისორი ალან პარკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ალან პარკერი პარასკევს, 31 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას საიტი Deadline со ავრცელებს.

ოჯახის ცნობით, ალან პარკერი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა.

აღიარებულ ბრიტანელ რეჟისორს ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორებიცაა “შუაღამის ექსპრესი” (Midnight Express), “კედელი” (The Wall), “მისისიპი იწვის” (Mississippi Burning), “ევიტა” (Evita), “ვალდებულებები” (The Commitments) და სხვა.

ცნობისათვის, ალან პარკერი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო რეჟისორი. მის ფილმებს სხვადასხვა კატეგორიაში მოპოვებული აქვთ 10 ოსკარი და 10 ოქროს გლობუსი.

წყარო