ალასკაში ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯიში ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაღუპულთა შორის არის ალასკას წარმომადგელელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, 67 წლის გერი ნოფი, რომელიც ერთ-ერთ თვითმფრინავს მართავდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ორ თვითმფრინავში მსხდომი არცერთი მგზავრი გადარჩენილა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 6 მგზავრი კატასტროფის ადგილზევე, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

წყარო