რუსეთში კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 845 443-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 95 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 058 -ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 114 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

წყარო