კობა დავითაშვილი: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს…

კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის საზოგადოებას და წერს:

„ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!“

შეგახსენებთ, რომ დღეს კობა დავითაშვილმა გამოაქვეყნა ემოციური პოსტი და საზოგადოებას მიმართა: „თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული – მე კი მარტში უმუშევარი დავრჩი“.

 

 

წყარო