შუასაუკუნეების მალამომ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიები გაანადგურა

მომაკვდინებელი ბაქტერიები თანამედროვე ანტიბიოტიკებისადმი სულ უფრო რეზისტენტული ხდებიან; გამოსავლის საძებნელად ზოგიერთი მკვლევარი უძველეს სამედიცინო ხელნაწერებს მიმართავს. და მართლაც, როგორც ჩანს, ახ. წ. 1000 წლით დათარიღებული მალამო შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს იქ, სადაც თანამედროვე ანტიბიოტიკები უძლურია.

„ენშენბაიოტიკი“, როგორც მას მკვლევარებმა უწოდეს, აღმოაჩინეს ერთ-ერთ უძველეს, შუასაუკუნეების ინგლისის სამედიცინო წიგნში, რომელსაც Bald’s Leechbook-ი ეწოდება,

აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში შესული ბევრი წამალი ღიმილისმომგვრელია; მაგალითად, მალამო ღამით ავი სულების დასაფრთხობად, თუმცა ზოგიერთ რეცეპტს, მაგალითად, „ბალდის თვალის მალამოს“ მეცნიერები გულდასმით სწავლობენ.

წინა კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნატურალური ინგრედიენტების ამ ნაზავს – ნივრის, ხახვის ან პრასის, ძროხის ნაღველისა და ღვინის – შეიძლება საკმაოდ მძლავრი ანტისეპტიკური თვისებები ჰქონდეს. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ის მოქმედებს მთელი რიგი საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებმაც მრავალი თანამედროვე პრეპარატისადმი რეზისტენტულობა გამოიმუშავეს.

ვრცლად იხილეთ აქ

წყარო