მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი

ამ ბაქიბუქს და ხელების ქნევას საკუთარი კაბინეტიდან, მუქარას, რომ მედიით მკაცრად დაველაპარაკები, პრემიერს შეუძლია მობრძანდეს და გავიაროთ კონსულტაციები, – ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატების” ფრაქციის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არ ვეთანხმები პრემიერს, როცა ის ასე რადიკალურად აყენებს საკითხს.

„საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია მოვიდეს პარლამენტში და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის არაეთიკური საქციელი მისი მხრიდან. ის კანონპროექი, რაც შემოჰქონდა ბატონ პრემიერს, ეს არის დოქტატურის კანონპროექტი. მას როგორც სჩანს, სისტემები კარგად არ ესმის, როგორც ჩანს მას ესმის ერთი ადამიანის მსახურება, რომლის მსახურებითაც მას გააჩნია ეს თანამდებობა, მას ამისთვის არ მიუღწევია საკუთარი აქტიურობით, მან ამას მიაღწია ბიძინა ივანიშვილთან მორჩილებით.

ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ისეთი უფლებების მიცემა მთავრობისთვის, რაც არის ძალიან საშიში. კანონი ჩაანაცვლო ივანიშვილის დანინული პრემიერ- მინისტრის კანონქვემდებარე აქტებით, ეს იქნება ყოვლად მიუღებელი და ამას შევეწინააღმდეგებით. მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი,”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტს კონსტიტუციურ სასამართლოში გაასაჩივრებენ და „სულ რომ მათი დანიშნული იყოს სასამართლო”, ვერ შეძლებენ, რომ ის არ გააუქმონ.

დეპუტატი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შეზღუდვების მოქმედების ხანგრძლივობას და ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტს მიმართავენ, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

„რატომ არ გამოაქვს თქვენი აზრით, კანონპროექტი კობახიძეს, რატომ არ გამოაქვს უმრავლესობის იურდიულ ნაწილს, იმიტომ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი. ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ნიშნავს ძალადობას კონსტიტუციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის დიქტატურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

წყარო