არქტიკის თავზე მარტის თვეში შემჩნეული ოზონის უზარმაზარი ხვრელი დაიხურა

არქტიკის თავზე მარტის თვეში არსებული ოზონის უზარმაზარი ხვრელი დაიხურა. ამის შესახებ კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახური (Copernicus’ Atmospheric Monitoring Service) Twitter-ზე იტყობინება.

პუბლიკაციაში ნათქვამია,რომ თითქმის მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის ხვრელი, რომელიც კანადის ჰადსონის ყურიდან რუსეთის ატქტიკულ კუნძულებამდე იყო გადაჭიმული, წარმოიქმნა ძლიერი პოლარული ქარიშხლის შედეგად.

არქტიკის თავზე ოზონის ფენის გაქრობა წლის დასაწყისში დაიწყო, მარტში მისი სისქის კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა. თანამგზავრებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებამდე პრობლემურ ზონაში ოზონის კონცენტრაციის დონე 240 დობსონის ერთეულზე დაბლა არ დაცემულა, მაგრამ 14 მარტს იგი 205 ერთეულამდე დაეცა, რაც ხვრელის წარმოქმნაზე მიუთითებდა.

მეცნიერები ამ ხვრელის გაქრობას აპრილში პროგნოზირებდნენ, მაგრამ აღნიშნეს, რომ მისი გამოჩენა პლანეტის საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. ამავე დროს, ეს ხვრელი გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე ის, რომელიც ანტარქტიდის თავზე ჩამოყალიბდა – მისი მაქსიმალური ფართობი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს.

წყარო