მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია „ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება“ არჩევნების გზით, მისასალმებელია

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, “რასაც ჰქვია ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება მშვიდობიანი არჩევნების გზით, მისასალმებელია”. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგევლაშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით.

„მისი პირველი განცხადების დღიდან ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ჩემთვისაც და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვისაც ყველა ცნობილი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის (საქართველოს პრეზიდენტი ასეთია, ხომ?!ბატონი მარგველაშვილი) ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება, მშვიდობიანი არჩევნების გზით, მისასალმებელია”,- განაცხადა ბოკერიამ.

წყარო