პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა, ამან პანიკაში ჩააგდო „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა საქართველოში, ამან პანიკაში ჩააგდო„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნისა და საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციას სწორედ ფაქტების დადგენის ეშინია.

„მათი პათოსი, მათი პანიკური გამოვლინებები რაც მათ განცხადებებზე აისახა, ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ჩვენ ვნახეთ რუსთავი 2-ის შემთხვევა, როცა ფაქტები სხვა იყო და მათი შეფასებები სხვა, როცა სტრასბურგმა თქვა, რომ რუსთავი 2-ის მაშინდელი მენეჯმენტი, ნიკა გვარამია, ნაცმოძრაობა, ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორი იტყუებოდა. ამის შემდეგ იყო ეუთო-ოდირი, სადაც ითქვა, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა დადგინდეს ნორმის კონსტიტუციურობა. ახლა დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან და აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები.

ევროპარლამენტარებმა ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს უკვე თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და სტრასბურგის სასამართლო შეიძლება გაიწელოს, თუ საერთოდ გაასაჩივრებენ, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ საერთოდ, თუ სტრასბურგში გაასაჩივრებენ, შეიძლება ეს დროში გაიწელოს და უფრო სწრაფი რეაგირება ამაზე შეიძლება მოახდინოს ამ დასკვნამ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია.

წყარო