კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს

კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრადანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი წერს, რომელიც სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომას ესწრება.

“რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება , რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”,-წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიგი უგულავას მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გაშლილ პლაკატებზე წარწერა „გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“ იყო დატანილი.

თავის მხრივ, სტრასბურგში გამართული შეხვედრების შეფასებისას პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებს კითხვები, სხვა საკითხების გარდა, გიგი უგულავას დაკავების შესახებაც ჰქონდათ.

„გავაჟღერეთ სიახლე, რომ შეუძლიათ შექმნან ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონრკეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა თავადაც დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო