“არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორ კობახიძე წერს, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თამარ ჟვანიას სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს, თუმცა ვერცერთი ვერ დაუსაბუთეს. “ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: – გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); – გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; – გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით … სრულად წაკითხვა “არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა”

“მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პერსონალური ბულინგი თამარ ჟვანიას მისამართით”

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, თამარ ჟვანიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ცესკოს თავმჯდომარე ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ზეწოლისა და წნეხის ქვეშ იყო, შესაბამისად, მისი გადადგომის გადაწყვეტილება, შესაძლოა ესეც გახდა. “მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პერსონალური ბულინგი თამარ ჟვანიას მისამართით, მისი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობა. სამწუხაროდ, არც ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ გაკეთებინათ ისეთი განცხადებები, რომელიც არ ჯდებოდა უკვე არც გამოხატვის თავისუფლებაში … სრულად წაკითხვა “მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პერსონალური ბულინგი თამარ ჟვანიას მისამართით”

ჟვანიას გადადგომა იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, თუმცა, იპოვნიან სხვას, რომელიც შეასრულებს ივანიშვილი-კობახიძის დავალებას

რა თქმა უნდა, ეს არ არის თამარ ჟვანიას მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთანავე, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ფაქტს არ აღიარებს და არც თამარ ჟვანიას დასჯას გეგმავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „მარტივად იშოვის ადამიანს, ვინც თამარ ჟვანიას ფუნქციას შეასრულებს და არჩევნებს … სრულად წაკითხვა ჟვანიას გადადგომა იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, თუმცა, იპოვნიან სხვას, რომელიც შეასრულებს ივანიშვილი-კობახიძის დავალებას

თიბისი მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

ხვალიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ მოემსახურება. იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა – თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში. მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის“ სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული … სრულად წაკითხვა თიბისი მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე

თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან თამარ ჟვანიას ცესკო- ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი თქმით, ახალი კანდიდატი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით უნდა იყოს შერჩეული. „თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა … სრულად წაკითხვა ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე

როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო გადადგომა, არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ჟვანიას პირად გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება არ შეიძლება. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად თამარ ჟვანიას მიმართ ბრალდებებისა, ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოჩნდა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა. „როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. … სრულად წაკითხვა როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო გადადგომა, არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ

ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს

დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის მობილიზებული რესურსით, დღიურად 17 000 მოქალაქის აცრა არის შესაძლებელი. „დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში და ასევე, გვინდა დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი … სრულად წაკითხვა ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ივლისიდან აღარ გააგრძელებს. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, … სრულად წაკითხვა თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ‘ნიკოს’ და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა “ნიკო” კალათბურთის სტადიონების მოხატვას შეუდგა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმისResponsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობისფარგლებში უბნის სპორტული მოედნები „ნიკოს“ ორგანიზებით გიგანტური ნახატებით დაიფარა. კალათბურთის სტადიონები ცნობილმა არტისტებმამოხატეს. ქუჩის ხელოვნებისა და სპორტისგამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბითჯამში 5 მოედანი გახდება. პროექტის ფარგლებშიუკვე მოიხატა 3 სხვადასხვა მოედანი 3 სხვადასხვაქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისადა ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების … სრულად წაკითხვა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ‘ნიკოს’ და RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. „ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და … სრულად წაკითხვა „პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ