გიორგი გახარია: ომბუდსმენობიდან დაწყებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბევრჯერ მიუღია. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუს, „360 გრადუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე აღნიშნა, როდესაც ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი უკვე არის პრობლემა და ეს არ არის კონკრეტული კორუფციული შემთხვევების და „ქეისების“ პრობლემა. ჟურნალისტის კითხვაზე: სად, რომელ სახელისუფლებო შტოებში დაინახეთ კორიუფცია დაბალ თუ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში? ან როდის დაინახეთ, მაშინ, … სრულად წაკითხვა გიორგი გახარია: ომბუდსმენობიდან დაწყებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის

გიგა ბოკერია გიორგი გახარიაზე: პრემიერ-მინისტრი ვიყავიო და პირდაპირ ამბობს, რომ მინისტრის მოხსნა არ შეეძლო

სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა, უბრალოდ ეს ფიგურა გვახსენებს იმას, რამხელა პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმის, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ჟურნალისტებტან ინტერვიუს. „ვუსმენდით ადამიანს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ ხალხის ნდობა მიიღოს, ეს ადამიანი დღეს პოზიციას ვერ აფიქსირებს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ივანიშვილის პერსონასთან დაკავშირებით, არ უნდა, ან არ შეუძლია ამ პოზიციის დაფიქსირება, არ გამორიცხავს, იმას, რომ მთავრობის შექმნაში ივანიშვილის რეჟიმს დაეხმარება. პრემიერ-მინისტრი ვიყავიო … სრულად წაკითხვა გიგა ბოკერია გიორგი გახარიაზე: პრემიერ-მინისტრი ვიყავიო და პირდაპირ ამბობს, რომ მინისტრის მოხსნა არ შეეძლო

“ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება”

ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ თოქ -შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება, ამნისტირებულები გახდნენ. „ჩემთვის მაგალითად, ის რომ შეთანხმების საგანი ამნისტიაა, კატეგორიულად მიუღებელია! მე დღეს, რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს … სრულად წაკითხვა “ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება”

ვერ გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსიდან

“კანონი და სამართლის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თამარ კორძაიას მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მისთვის სრულიად გაუგებარია. როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა” და სხვა პარტიებმაც, “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსი ვერ მოიშორეს. “მე გამიკვირდა თამარ კორძაიას მიერ ხელის მოწერა, იმიტომ, რომ ეს ვერ წარმომიდგენია. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,  ხელის მომწერებმა, ამ “პატივცემულმა” “გირჩმა”,  40 000 კაცს ათავისუფლებენ ჯარიდან, რომ ხმები მიიღონ, ეს ხომ ეს … სრულად წაკითხვა ვერ გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსიდან

ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ მონაწილეობას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაში

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას უპასუხა, რომელიც დოკუმენტზე ხელმოუწერლად პარლამენტში შესვლას ეხება, ამასთან, ისიც განმარტა, თუ რატომ არ აწერს “ნაციონალური მოძრაობა” ხელს მიშელის დოკუმენტს. ლევან ბეჟაშვილმა “ქართულ ოცნებაზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმების დოკუმენტის სულისკვეთებას არ ითვალისწინებენ. “ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, მიშელის დოკუმენტი იყო მიღწევა, მაგრამ ბუნებრივია დიპლომატები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმ საკითხზე, რომლის ხელმოწერასაც არ ვახდენთ. ბუნებრივია ამ დოკუმენტზე … სრულად წაკითხვა ამნისტიის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მივიღებთ მონაწილეობას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაში

დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა

თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა, – ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიმართა. ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის ჩაქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი … სრულად წაკითხვა დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა

ვაპირებდით, რომ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ამას “პოლიტიკური კუდები“ მოებმებოდა

“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, “გირჩის” წევრები გეგმავდნენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში წყლის თოფებით დახვედროდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს, რადგან შესაძლოა, ამას “პოლიტიკური კუდები მობმოდა”. “ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ვიფიქრეთ, რომ ამას პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები. ეს თოფები თქვენმა კოლეგამ გვაჩუქა და გამოვიყენეთ იმის აღსანიშნავად, თუ რას ვაპირებდით და რაზე ვთქვით უარი,”- განაცხადა ხვიჩიამ. მისივე თქმით, თუ პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და … სრულად წაკითხვა ვაპირებდით, რომ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ამას “პოლიტიკური კუდები“ მოებმებოდა

თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში?

თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. ვაშაძემ დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა. „კარგია, რომ შედიან პარლამენტში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია ეს ჭიდაობა, რომ ხელს არ აწერენ. თუ ხელს არ აწერ იმ დოკუმენტს, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთახმებას ხელს … სრულად წაკითხვა თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში?

დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა, რაც მოსალოცი ამბავია

დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა – წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. „მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი. კერძოდ, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44,8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, … სრულად წაკითხვა დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა, რაც მოსალოცი ამბავია

რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!

რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან რეფორმას პარლამენტში სხვები ატარებენ, პოლიტიკური ლიდერებიც მათ გამოიყვანეს და ამ ფონზე, მისთვის გაუგებარია, რისთვის … სრულად წაკითხვა რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!