მართლა გჯერათ, რომ მუხლებით, მომატებული ჯარიმით, და ციხით შეაჩერებთ საზოგადოებრივ პროტესტს?!

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავენ, ანა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს კითხვით მიმართა. “ლელოს” წევრის განცხადებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბოლო წლებში პროტესტი სამართალდარღვევის ფორმას იძენს, რის საფუძველზეც ჯარიმები უნდა გაიზარდოს. ანა ნაცვლიშვილი ამ ჩანაწერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ადამიანების პროტესტის ჩახშობა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. “განმარტებით ბარათში გიწერიათ ერთადერთ დასაბუთებად ამ კანონპროექტის, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევის … სრულად წაკითხვა მართლა გჯერათ, რომ მუხლებით, მომატებული ჯარიმით, და ციხით შეაჩერებთ საზოგადოებრივ პროტესტს?!

ყველაზე ბოროტი და მავნებლური საბჭოთა ნორმა – იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატები დღეს ამნისტიის 2 კანონპროექტს განიხილავენ, პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, ქვეყნის მომავლისთვის “ყველაზე ბოროტი დოკუმენტია”. იაგო ხვიჩიამ აღნიშნულ კანონპროექტს, მავნებლური საბჭოთა ნორმა უწოდა. “ამნისტიის კანონპროექტი არის ყველაზე ბოროტი პროექტი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ამით ფაქტობრივად 12 საათიანი პატიმრობის ვადა აქტივიზმზე გავზარდეთ 48 საათამდე. მე ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია და ჩემი აზრით, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ … სრულად წაკითხვა ყველაზე ბოროტი და მავნებლური საბჭოთა ნორმა – იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე

დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს

ამნისტიის ორი კანონპროექტი და ორი ვერსია რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” რედაქცია მიუღებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პარტიებმა ახალი კანონპროექტი დამოუკიდებლად შეიმუშავეს. ამ შემთხვევაში ამნისტიის კანონში უნდა გაიწეროს კონკრეტული მუხლები რომელსაც ის შეეხება. “ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის შეხედულებები არ გაითვალისწინოს და მიიღოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, დაარღვევს იმ სულისკვეთებას, რაც შეთანხმებაში ჩაიდო,” – აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დეპოლარიზაციისთვის საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით … სრულად წაკითხვა დეპოლარიზაცია რომ მოხდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს

„ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ

„ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ – ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა,- ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა. კითხვაზე, შესაბამის წინადადებას დააფიქსირებს თუ არა პირადად სხდომათა დარბაზში, სამადაშვილი პასუხობს, რომ სხდომათა დარბაზში განცხადება ოპოზიციის სახელით გაკეთდება. „ქართულმა ოცნებამ” ისარგებლა იმით, რომ ოპოზიცია ვერ მუშაობს სრულფასოვნად საქართველოს პარლამენტში და დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს ფაქტიურად რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო … სრულად წაკითხვა „ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი ისევ გადაიდო. მომდევნო პროცესი თბილისისი საქალაქო სასამართლოში 13 მაისს 12:00 საათზე გაიმართება. ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ,  სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და პროცესის გადადებას ითხოვა. როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. “აღნიშნული საქმე მიჩნეულია პოლიტიკურად აღქმად საქმედ, ინიცირებულია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. … სრულად წაკითხვა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი

ყველანაირად ცდილობენ, სახე შეუნარჩუნდეს ბრალდებულ ნიკანორ მელიას, მაგრამ კანონდამრღვევებს, რომლებიც კანონს არღვევენ და სახელმწიფოს პატივს არ სცემენ, ვერაფერი გაათეთრებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულ პროექტზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ კანონპროექტით ოპოზიციას მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა დაზარალებულ მოქალაქეებზე გაადააქვთ, რაც მათი მხრიდან უპასუხისმგებლობაა. „ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ ამ ადამიანებს არ სურთ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ვინაიდან დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც … სრულად წაკითხვა დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა სურთ მოქალაქეებზე გადაიტანონ, დაზარალებულებს შეახოცონ ხელი

ზურაბ გურული: ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს …მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

“ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა. ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში. ამჟამად პფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე. ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ … სრულად წაკითხვა ზურაბ გურული: ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს …მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს. როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ „კომენდანტის საათი“ ჩვენი პრობლემაა. „ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა … სრულად წაკითხვა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

კელი დეგნანი: მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, შესაბამისად …

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პარლამენტში შესვლა, მნიშვნელოვანია. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მელია პარლამენტში შევა. “გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ პოლიტიკური ლიდერები. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი. ამავეს ვიტყვი ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ანუ, ეს არ არის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი. მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს პარლამენტში და წარმოადგენდეს თავის ამომრჩეველს. მე იმედი მაქვს, … სრულად წაკითხვა კელი დეგნანი: მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, შესაბამისად …

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა. აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი … სრულად წაკითხვა დიდი ოთხშაბათი