რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო  პანაშვილი 19:00 საათამდე გაგრძელდა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო  პანაშვილი 19:00 საათამდე გაგრძელდა. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის … სრულად წაკითხვა რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო  პანაშვილი 19:00 საათამდე გაგრძელდა

იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ – ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური …

“როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და… წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე. ქვის წიაღიდან, რაზეც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი … სრულად წაკითხვა იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ – ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური …

გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო

გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები. გურჯაანის მერის ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფლებში: არაშენდა, კაჭრეთი, ქოდალო და ჯიმითია. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, კომისიასთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა და ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება საგარეჯოს, დაზარალებულია სოფელი ხაშმი და პატარძეული. წყარო სრულად წაკითხვა გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო

გია ვოლსკი: გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც, მათ შორის

„უმრავლესობაში რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც, მათ შორის,“ – განაცხადა დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თბილისის მერობის კანდიდატურაზე საუბრისას. ვოლსკის თქმით, ამ თემაზე მმართველ პარტიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას,“ – განაცხადა … სრულად წაკითხვა გია ვოლსკი: გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც, მათ შორის

აშშ-ის საელჩო: მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ ავრცელებს. როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. “ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან … სრულად წაკითხვა აშშ-ის საელჩო: მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს. განხილვის პროცესში, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართა, პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა. საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ შემდეგი სახით მიიღეს: “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს … სრულად წაკითხვა პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა

ISFED სანქციების გამკაცრებაზე: ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული

პარლამენტის მიერ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდის კანონპროექტის დამტკიცებაზე სამართლიან არჩევნებში (ISFED) აცხადებენ, რომ ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენება. “ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, … სრულად წაკითხვა ISFED სანქციების გამკაცრებაზე: ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული

დიდი ხუთშაბათი

იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: “ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური… მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში – ჩემს გვერდით მყოფნი” (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა. “აღდგა სერობისა მისგან და … სრულად წაკითხვა დიდი ხუთშაბათი

Neo QLED – კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან.

იმის გააზრებამ, რომ მსოფლიოში არსებული მოწყობილობების უმრავლესობაში სამსუნგის მიერ დამზადებული ეკრანებია განთავსებული, შეიძლება დაგაფიქროს თუ რა ოდენობის დროს, ენერგიას და რაც მთავარია ბიუჯეტს ხარჯავს კორეელი გიგანტი ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის, ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ იყოს მოწინავე, ინოვაციური და რაც მთავარია „თანამედროვე“! მოკლედ QLED ტექნოლოგიის შესახებ ბოლო რამდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე QLED ტექნოლოგია გამოჩნდა. Quantum dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან … სრულად წაკითხვა Neo QLED – კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე – რა დროს ამის შემოტანა იყო?! ეს არის ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის

რა დროს ამ კანონპროექტის შემოტანა იყო?! ეს არის გამაღიზიანებელი იდეა, ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა. ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული იდეის შემოტანა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოა. „ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ, მე იურისტი არ ვარ, გუშინ მიხსნიდა ლევანი, სად იყო საფრთხე და … სრულად წაკითხვა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე – რა დროს ამის შემოტანა იყო?! ეს არის ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის