ამირან გამყრელიძე: ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. „მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი … სრულად წაკითხვა ამირან გამყრელიძე: ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ გუნდს წარადგენს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ გუნდს წარადგენს. წარდგენის ღონისძიება დღეს 21:00 საათზე გაიმართება. “პარტია კიდევ უფრო იზრდება – ახალი გუნდი ემატება”, – დაწერა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში “ფეისბუქი”. შეგახსენებთ, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 27 დეკემბერს ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს. წყარო სრულად წაკითხვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ გუნდს წარადგენს

მიტროპოლიტი საბა: სადღაც, რომ ვიღაცა საჭმელს ვერ ჭამს, ამიტომ შენც ხომ არ შეწყვეტ საჭმლის ჭამას არა?!

“ამ შესაძლებლობას გვაძლევს ღმერთი. მე ვერ ვიტყვი საიდან მოდის, მაგრამ მოდის, ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიღვიძებ… დაიძინებ არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და უცებ ვიღაცა მოდის…” — ასე პასუხობს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა კითხვას ავტომობილების შესახებ. მთავარი არხის ინფორმაციით, მას რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს, რომელსაც თავად მიტროპოლიტი ნაჩუქარს უწოდებს. “რასაც მაძლევენ, მე არ ვხარჯავ ამაში ფულს, მაძლევენ და მჩუქნიან. […] მაჩუქეს კი ბატონო, რა მექნა?!” — აცხადებს ის. … სრულად წაკითხვა მიტროპოლიტი საბა: სადღაც, რომ ვიღაცა საჭმელს ვერ ჭამს, ამიტომ შენც ხომ არ შეწყვეტ საჭმლის ჭამას არა?!

ზუგდიდში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს

ზუგდიდის ე.წ. “საკონსერვოს უბანში” მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ცხოვრობს. “იმ მომენტში, ნგრევის დროს გასული ვიყავი, ამ დილით, დამირეკეს ჩამოინგრაო, ყველას შეეშინდა, მეკითხებოდნენ ნანგრევებში მოყევი თუ არაო, მოვედი და ეს ვითარება დამხვდა. შენობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული ნგრევადის სტატუსი”, – ამბობს დევნილი … სრულად წაკითხვა ზუგდიდში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს

ირმა ინაშვილი: ვინც შედიხართ პარლამენტში, შედით. რას დაგვღალეთ და გადაგვაყოლეთ

ვინც შედიხართ პარლამენტში, შედით. რას დაგვღალეთ და გადაგვაყოლეთ. ვინც არ შედის, დაანებოს თავი 24-საათიან რეჟიმში ამაზე საუბარს,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ინაშვილი აღნიშნავს, დავით გარეჯის თემა გარიგების ნაწილია და “ქართული ოცნება” ვაჭრობს. “არჩევნების გაყალბების შემდეგ “ქართული ოცნება” ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. … სრულად წაკითხვა ირმა ინაშვილი: ვინც შედიხართ პარლამენტში, შედით. რას დაგვღალეთ და გადაგვაყოლეთ

ბადრი ჯაფარიძე: სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას

სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა გახსნას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გონივრული რეგულაციების ნაწილი „ლელომ“ მთავრობას უკვე შესათავაზა, რაც კოვიდპასპორტების შემოღებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 70%-მდე დატვირთვით ამუშავებას გულისხმობს. „სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა … სრულად წაკითხვა ბადრი ჯაფარიძე: სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას

ამირან გამყრელიძე: ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. „დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს … სრულად წაკითხვა ამირან გამყრელიძე: ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს

“მელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს”

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილის განცხადებით,ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა. ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. “აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, … სრულად წაკითხვა “მელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს”

დემი მური, ბელა ჰადიდი, ნაომი კემპბელი Fendi-ის შოუში (ფოტოები)

გუშინ პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში,  Fendi შოუ გაიმართა, ჩვენების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი,  მსახიობი დემი მური იყო. 58 წლის მსახიობთან ერთად ჩვენებაში მონაწილეობდნენ  კარა დელევინი, ბელა ჰადიდი, ნაომი კემპბელი და სხვ. მსახიობმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.  დემის გარეგნობა საოცრად შეიცვალა,  ვარაუდობდნენ, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.     წყარო სრულად წაკითხვა დემი მური, ბელა ჰადიდი, ნაომი კემპბელი Fendi-ის შოუში (ფოტოები)

გურამ გვასალია: უკანა ეზოში დამარხული ოქრო უბრალოდ ქვაა და მეტი არაფერი

გურამ გვასალია დემნას ვეტმანიდან წასვლის შესახებ, ქართულ Forbes -თან ახალ ინტერვიუში: “ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა დიზაინერის კარიერაში დგება დრო, როდესაც კონკრეტულ ბრენდში, ან პროექტზე მუშაობას ვადა გადის. შეხედეთ ჩვენი დროის კერპს, რაფ სიმონსს: მან ჯილ სანდერში ბრწყინვალედ იმუშავა, შემდეგ გადავიდა დიორში, შემდეგ კელვინ კლაინში და ახლა პრადას ხელმძღვანელობს. ალბათ პრადაც არ იქნება მისი ბოლო გაჩერება. ნებისმიერმა დიზაინერმა შესაძლებელია თავისი კარიერა დაასრულოს შანელში ან ზარაში, … სრულად წაკითხვა გურამ გვასალია: უკანა ეზოში დამარხული ოქრო უბრალოდ ქვაა და მეტი არაფერი