„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

30 დეკემბერი, 2020 – სს „გალტ&თაგარტმა“ საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს. ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი … სრულად წაკითხვა „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი – არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქით გადავუგრიხავთ

მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს. “ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ოპოზიციას ყველაფერი ფეხქვეშ გამოეცალა, საყრდენი აღარ აქვს და მათი პოზიციები სუსტია. “ჩვენ გვაქვს არა ერთი, ხუთი და ექვსი სვლა, არამედ ძალიან ბევრი სვლა და მანევრირების ფართო საშუალება. მათ აქვთ ორად ორი … სრულად წაკითხვა “ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი – არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქით გადავუგრიხავთ

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა … სრულად წაკითხვა ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

ელისაშვილი: გიგა ბოკერია ღირსია, “ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს და ერთ თვეში გაღიმებული დატოვოს

როდესაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იქნება და მაგიდაზე საბოლოო შეთანხმების ტექსტი დაიდება, შემდეგ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც სწორად მივიჩნევთ, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება (პარლამენტში შესვლა) ყველამ უნდა მიიღოს, ვისაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია. ამასთან, ელისაშვილმა “ტყუილი“ და “უსინდისობა“ უწოდა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. “ცალკე რატომ უნდა შევხვდე, როცა ჩვენ … სრულად წაკითხვა ელისაშვილი: გიგა ბოკერია ღირსია, “ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები დაუნიშნოს და ერთ თვეში გაღიმებული დატოვოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს. “ახლახანს მოვიდა პასუხი და დაუდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად გრძნობს. ასიმპტომურია ამ ეტაპზე“,-აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. წყარო სრულად წაკითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პიერ კარდენი გარდაიცვალა

 BBC News  ცნობით, პარიზში, საავადმყოფოში მოდელიორი პიერ კარდენი გარდაიცვალა.  ”ეს ძალიან სევდიანი დღეა მთელი ჩვენი ოჯახისთვის. პიერ კარდინი აღარ არის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისი სიმტკიცით, ამბიციურობითა და სითამამით, რასაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ავლენდა ”, – ნათქვამია დიზაინერის ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. პიერ კარდენი დაიბადა 1922 წლის 2 ივლისს, იტალიაში. მან   მოღვაწეობა დაიწყო, როგორც თეატრის მხატვარმა. 1947 წელს კარდენმა მუშაობა დაიწყო Christian Dior- ის ატელიეში, … სრულად წაკითხვა პიერ კარდენი გარდაიცვალა

დავით მაღრაძე: განსაცდელით გამოწვეული უმწეობა თავმდაბლობას ახსენებს ადამიანს

“- ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში უცებ ასე უსუსურად წარმოჩნდებოდა მსოფლიო პანდემიის წინაშე. შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება – ძველი წესრიგი იცვლება, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქნება ახალი მსოფლიო. ვხედავთ იმასაც, რაც გუშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად მიგვაჩნდა, დღეს მეასეხარისხოვნად იქცა. პრობლემურ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს ჰორიზონტი ეკარგება, სივრცეს ვეღარ აღიქვამს, მისი თვალსაწიერი ვიწროვდება, ამგვარი განსაცდელი კი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, … სრულად წაკითხვა დავით მაღრაძე: განსაცდელით გამოწვეული უმწეობა თავმდაბლობას ახსენებს ადამიანს

“უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა, რასაც ითვალისწინებენ. “ჩვენ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა. ეს თარიღი თებერვალში მოვა და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი თებერვალში აუცილებლად ეყრება. ჩვენ შეგვიძლია კენჭისყრა იანვარშიც, მაგრამ უცხოელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ამის არგაკეთება და აღნიშნულ თხოვნას ვითვალისწინებთ”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. წყარო სრულად წაკითხვა “უცხოელი პარტნიორების თხოვნა იყო, პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა”

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო 82 ხმით მიიღეს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის. 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში … სრულად წაკითხვა პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო

ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ – კომპანიები უკმაყოფილო არიან, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება არ მოხდა

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დავით ნარმანიამ სემეკის საჯარო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა. „საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ … სრულად წაკითხვა ტარიფზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ – კომპანიები უკმაყოფილო არიან, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება არ მოხდა