“მარტო ეს ერთი სიმღერა “ფიფქებო” რომ დაწერა, უკვე უკვდავია მისი სახელი” – გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

უცხო ენის სპეციალისტი, მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიული დარახველიძემ სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. “ფიფქების სამყოფელში გაგვიფრინდა გიული დარახველიძის სული. დაგვიტოვა სიკეთე და კეთილი ადამიანები @Maka Aroshidze @Irina Gelashvili @kato Gelashvili @Marika Aroshidze @ანი კილაძე მარტო ეს ერთი სიმღერა “ფიფქებო” რომ დაწერა, უკვე უკვდავია მისი სახელი, … სრულად წაკითხვა “მარტო ეს ერთი სიმღერა “ფიფქებო” რომ დაწერა, უკვე უკვდავია მისი სახელი” – გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

“თუ ჩვენ არ შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის წინააღმდეგ, მაშინ ტყუილია ჩვენს მიერ დაწერილი, გამოცემული და გავრცელებული ყოველი სიტყვა”

“შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro Biblusi • ბიბლუსი წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza Prospero’s Books • პროსპეროს წიგნები Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მეგობრებო, ორი დღეა ვუყურებთ როგორ იბრძვის ბათუმში ერთი სპორტ დარბაზი ადამიანის ფუნდამენტური უფლებისთვის, რასაც სიცოცხლის უფლება ჰქვია და ასევე ვხედავთ როგორ უსწორდება მას ეს არაადამიანური სისტემა. მე არ ვიცი ქართული … სრულად წაკითხვა “თუ ჩვენ არ შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის წინააღმდეგ, მაშინ ტყუილია ჩვენს მიერ დაწერილი, გამოცემული და გავრცელებული ყოველი სიტყვა”

“აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ ამ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს”

ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა. „ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ღია სივრცეში როგორც ცნობილია ყველაზე ნაკლები შანსია კოვიდინფექციის გავრცელების. ასე რომ, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ ამ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს. ეს იქნება მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბიანი“,-აცხადებს უდუმაშვილი. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების … სრულად წაკითხვა “აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ ამ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს”

მე ვარ დაზარალებული, გუშინ საკუთარ სახლში არ შემიშვეს – მინდა გავარკვიო, რის საფუძველზე გამომაგდეს

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადდა. როგორც მან უწყებაში შესვლამდე „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, რადგან გუშინ საკუთარი ბინიდან უსაფუძლოდ გამოაგდეს. ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს სამართალდამცავებს აუხსნას, რომ “რეფორმერ ფიტნესის” შენობა ნამდვილად მისი საცხოვრებელი სახლია. “12 საათზე დაიბარეს კომპანიის ხელმღვანელი და მფლობელი, ვისგანაც დარბაზი საცხოვრებლად ვიქირავე. გუშინ მითხრეს პოლიციელებმა, ხვალ მოდი და გავარკვიოთ, ნამდვილად შენი ბინაა თუ არაო. მოვედი, რომ დავუმტკიცო, ნამდვილად … სრულად წაკითხვა მე ვარ დაზარალებული, გუშინ საკუთარ სახლში არ შემიშვეს – მინდა გავარკვიო, რის საფუძველზე გამომაგდეს

კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ისინი დაკავებულებს პირად თავდებში უდგებიან. სასამართლო ბრალდებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. “ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, დაკავებულები პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არიან. “კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს დაკავება ეკუთვნით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად,ეს … სრულად წაკითხვა კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან

პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე

პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა. „ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაიწყებოდა. ანუ ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში და ვიცით, რომ პიკში შესული ვართ. ყველდღიურად 3-დან 4000-მდე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს. დღეს რომ … სრულად წაკითხვა პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე

სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან

მოლების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა, რაც ფასდაკლების ელემენტარულმა აქციამ შეიძლება გამოიწვიოს – ჩვენ ამ თვალსაზრისით საფრთხის შემცველი ვითარება ვიხილეთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თურნავამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესებამდე მთავრობას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ დარგის წარმომადგენლთან, ვისაც შეზღუდვები შეეხო. მინისტრის თქმით, მთავრობა ბიზნესის მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. “მიღებულია გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოლების წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგების არგუმენტები მოისმინეს … სრულად წაკითხვა სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან

ჩვენი ფასილიტატორები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ, თუ არ არის რეალური წინადადება ხელისუფლების მხრიდან – ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში მაინც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. „მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. ჩემი პირადი … სრულად წაკითხვა ჩვენი ფასილიტატორები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ, თუ არ არის რეალური წინადადება ხელისუფლების მხრიდან – ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება

ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

“სერგო ბერია მიამიტი კაცი იყო და ლაპარაკობდა მეტს, ვიდრე უნდა ელაპარაკა. დედამ–ნინო გეგეჭკორმა შეამჩნია და უთხრა ლავრენტის: მოდი თავი შევიკავოთ მასთან ერთად სერიოზულ თემებზე საუბარზე, რომელიც მას პრობლემებს შეუქმნის. ლავრენტიმ უპასუხა: თუ მე ვიქნები, მას პრობლემები არ ექნება, რაც არ უნდა ილაპარაკოს, იმას(სტალინს) კი მის ლაპარაკს ვერავინ ეტყვის, ვერ გაბედავენ, აი მე თუ არ ვიქნები, სულ რომ არაფერი ილაპარაკოს და მოინდომონ მისთვის პრობლემების შექმნა, მაინც … სრულად წაკითხვა ლევან თაქთაქიშვილი: დღეს, მთელი რუსეთის ინტერნეტ სივრცის ტოპ ფოტოა. გადაღებულია 1927 წელს

“აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი საშიში და მავნებლურია”

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი „საშიში და მავნებლურია”. როგორც ხოშტარიამ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო, ონლაინ შეხვედრის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების ეს ფორმა საზოგადოებისთვის არაგამჭვირვალეა და არ ვიცით, „რამდენად გაყიდა “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ქვეყნის ინტერესები კონკრეტულად ამ რაუნდზე”. „ამ ბოლო ინციდენტმა კიდევ ერთხელ ანახა, რამდენად მავნებულია ეს ფორმატი, რამდენად არაგამჭვირვალეა და რამდენად არ ვიცით, რა ხდება მარტო დარჩენილ საქართველოს და რუსეთის შორის მოლაპარაკებებში. ხელისუფლებამ მხოლოდ … სრულად წაკითხვა “აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი საშიში და მავნებლურია”