კახა კალაძე: მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს …

მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს – გააგრძელეთ ასე მუშაობა! – ეს განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის. “ეს კანონდარღვევა არ არის და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის … სრულად წაკითხვა კახა კალაძე: მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს …

გოგი წულაია: …თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს

„არჩევნების ჩატარების პროცესებში ძველი ბიჭებისა და კოორდინატორების ჩარევის დრო უნდა დამთავდეს. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ამ კატეგორიის ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურობენ საარჩევნო უბნებთან, თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს“, – ასე გამოეხმაურა 31 ოქტომბრის არჩევნებში განვითარებულ მოვლენებს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია. მისივე თქმით, იმედის მომცემია არჩევნებში-ამომრჩევლების მაღალი აქტიურობა. „ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. ხალხი საკუთარ ძალას მის … სრულად წაკითხვა გოგი წულაია: …თუმცა საზოგადოება, მათაც და მათივე პატრონებს საკადრის პასუხს გასცემს

ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას …

მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. “მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – … სრულად წაკითხვა ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას …

შონ კონერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

91 წლის ასაკში მსახიობი შონ კონერი გარდაიცვალა. “ოსკარის” პრემიის ლაურეატისა და “ოქროს გლობუსის” სამგზის მფლობელის გარდაცვალების შესახებ BBC იტყობინება. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.   წყარო სრულად წაკითხვა შონ კონერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანამიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობითამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვისამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაცრაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 49.5%, ხოლო ყველაზე დაბალიაქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში – 33.9%. „კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა. ასევე, … სრულად წაკითხვა ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო კომისია ცდილობს, რომ დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს

„ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს, რომ დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს“, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო პროცესისას სავარაუდო კანონდარღვევებზე საუბრისას განაცხადა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა, ამ წუთებში ცდილობს, რომ ჩვენ მოგვპაროს დაახლოებით 200 000 ხმა და შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხმები მიითვისოს, ჩვენს თვალწინ, ამ წუთებში მიმდინარეობს ეს უხეში გაყალბების პროცესი. საქმე ეხება გადასატან … სრულად წაკითხვა ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო კომისია ცდილობს, რომ დაახლოებით 200 000 ხმა მოგვპაროს და ეს ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისოს

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა. ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი – რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეო-რგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე – ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის … სრულად წაკითხვა კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა

რევანშის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ვიღაცას ვსდიოთ – დასაჭერად, დასაკავებლად, ანგარიშსწორებისთვის

არჩევნების დღეს ვინმე თუ გაყალბებას ეცდება, იგი იქნება მხილებული და მას ვერც ქართველი ხალხის რისხვა აცდება და ვერც მართლმსაჯულების სუსხიანი ხელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მან ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში. მელიას თქმით, მათ „საკუთარ მომავალზე უნდა იფიქრონ“. „როგორც არასოდეს, ერთ მუშტად ვართ შეკრული ქართველი … სრულად წაკითხვა რევანშის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ვიღაცას ვსდიოთ – დასაჭერად, დასაკავებლად, ანგარიშსწორებისთვის

დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ ოლქში მეორე ტური გახდეს საჭირო. კობახიძის ვარაუდით, ამის საჭიროება, შესაძლოა 6-7 ოლქში დადგეს. „მეორე ტურები არის რა თქმა უნდა, შესაძლებელი. არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები … სრულად წაკითხვა დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური