უცხოური მედია: კიმ ჩენ ინმა უმცროსი და სიკვდილით დასაჯა?

სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ  კიმ ჩენ ინმა უმცროსი და სიკვდილით დასაჯა, დაინახა რა მასში პოლიტიკური მეტოქე. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ კიმ იო ჩჟონი საზოგადოების წინაშე 27 ივლისის შემდეგ აღარ გამოჩენილა, ამის შესახებ The Chosun Ilbo წერს. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კიმ იო ჩჟონი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც იგი ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობამ ავტომატურად … სრულად წაკითხვა უცხოური მედია: კიმ ჩენ ინმა უმცროსი და სიკვდილით დასაჯა?

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. „მცხეთის რაიონული სასამართლო მიჩვეულია ყველანაირ დისკრიმინაციას ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ, რაც გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სამომავლოდ, სულ მცირე ამ კვირაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლემ მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ჩაგვინიშნა პროცესები, რაც არასრულწლოვნების უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლო … სრულად წაკითხვა შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან

” სა­ერ­თოდ მომ­წონს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ სამ­შობ­ლო უყ­ვართ”პატრიოტთა ალიანსი

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბის სე­რია არ წყდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ირმა ინაშ­ვი­ლი­სა და გია ლო­მი­ას აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს აფა­სებ­და, რო­დე­საც პარ­ტი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებ­მა აჭა­რა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. პარ­ტი­ის ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი ლო­მი­ას­თან ერ­თად მისი ვი­ზი­ტი აფხა­ზეთ­ში კერ­ძო ხა­სი­ათს ატა­რებ­და. თუმ­ცა, რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ხატ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ჩა­აბ­რძა­ნეს, “აფხა­ზურ­მა ეკ­ლე­სი­ამ” უარი თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის შემ­დეგ ინაშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც ზურგს ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უმ­შვე­ნებ­და. მათ … სრულად წაკითხვა ” სა­ერ­თოდ მომ­წონს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ სამ­შობ­ლო უყ­ვართ”პატრიოტთა ალიანსი

“თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სუს-ს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა … სრულად წაკითხვა “თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია”

ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება კოალიციური – ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება

ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება უკვე კოალიციური, ეს ცვლილებები მგონია, რომ გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება, ან ვინ როგორ ხედავს ამ ცვლილებებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ „პროგნოზი, როგორც იტყვიან, უმადური საქმეა,” ვარაუდობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ცვლილებები მოხდება. მან წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებშია. „რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, … სრულად წაკითხვა ველოდები, რომ შემდგომი მთავრობა იქნება კოალიციური – ეს ცვლილებები გარდაუვალი მგონია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეოცნებება

ნაცმოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, „ევროპულ საქართველოში” – კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ ვიცით, “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე შავი ბუღალტერიითაა წარმოდგენილი

ნაციონალურ მოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, “ევროპული საქართველოს” ბუღალტერიაში ილექება კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ კარგად ვიცით, “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში თავიდან ბოლომდე არის შავი ბუღალტერიით წარმოდგენილი ,- ამის შესახებ “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსური ნაკადი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში შეედინება, არის არალეგალური ფული. “ეს შეედინება “ევროპულ საქართველოშიც”, “ლელოშიც”, “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ეს არის არალეგალური ფული, თავის დროზე … სრულად წაკითხვა ნაცმოძრაობაში” ილექება სააკაშვილის ნაძარცვი ფული, „ევროპულ საქართველოში” – კეზერაშვილის კრიმინალური ფული, “ლელოში” რაც არის, ყველამ ვიცით, “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე შავი ბუღალტერიითაა წარმოდგენილი

სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!

სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას. მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დანარჩენი ლიდერი. „თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ … სრულად წაკითხვა სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, თუმცა 12% აქვს სააკაშვილს საქართველოში

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად არეულია. „რაც შეეხება მათ საარჩევნო აგიტაციას – ყველანაირად, თავიდან ბოლომდე, არეულები არიან, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ სავარაუდოდ, ისინი 12%-საც ვერ მიიღებენ არჩევნებზე, რაც ბუნებრივია, ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ … სრულად წაკითხვა სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ნომერი მეორე პარტია, თუმცა 12% აქვს სააკაშვილს საქართველოში

“დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო …”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, პლენარულ სხდომებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა აქვს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება საკითხი, რომელსაც განიხილავენ. „დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ასევე, მივიღებთ მონაწილეობას პლენარულ სხდომაში. თუ რომელია ეს საკითხები და რა იქნება პრიორიტეტული, ამას ვნახავთ ამ დღეებში. ვაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც … სრულად წაკითხვა “დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო …”

“სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ”

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ. „სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აქ აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა , კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, … სრულად წაკითხვა “სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ”