ერთადერთი, რაც ჩვენ და პირადად მე მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა არჩევნების დასავლური, უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს და ამის შემდეგ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვის მისცემს ხმას. „დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ … სრულად წაკითხვა ერთადერთი, რაც ჩვენ და პირადად მე მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე – უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის

მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა ბრიფინგზე, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილის შესრულება, გიორგი რურუას გათავისუფლება დარჩა. „ეს გამარჯვება მოგვიტანა სამმა მნიშნელოვანმა ფაქტორმა. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა და წნეხი „ქართულ ოცნებაზე“, მეორე ეს არის ოპოზიციის ერთიანობა, … სრულად წაკითხვა ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე – უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის

ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება – რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდოდა

1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც მოგვყევანა გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ცვლილებები ვერ გავიდოდა. „მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ქონას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, … სრულად წაკითხვა ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება – რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდოდა

ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს

კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე აჩვენებს ქართული საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციის ძალას და საქართველოს მეგობრების დახმარებას ქართველი ხალხის მიმართ. „ეს შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი ცვლილებები. ეს არ … სრულად წაკითხვა ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს

გერმანიის ელჩს შეცდომები მოუვიდა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, მისი მუშაობა შეაფასოს

გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციასთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ელჩის, აშშ – ის ელჩის განცხადებებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეთანხმება არ არის სრულად შესრულებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის, განცხადებას 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. გოცირიძე ელჩის განცხადებას სამწუხარო შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, ელჩის მუშაობა შეაფასონ. „ელჩის პოზიცია იყო, რომ … სრულად წაკითხვა გერმანიის ელჩს შეცდომები მოუვიდა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, მისი მუშაობა შეაფასოს

ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და საკუთარ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს

ოპოზიცია არის აბსოლუტურად აჭრილი და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სიტყვებს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. “ჩვენ ბოდიშიც მოვიხადეთ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქე ასეთ რამეს კადრულობს. ჯერ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ და ამას უკვე მოჰყვა ნათელაშვილის განცხადება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანულ სახელმწიფოს, … სრულად წაკითხვა ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და საკუთარ სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს

I’ve Someone to Write My Paper For Me Learn The Way to Compose Your Own Personal Essay For a Appealing Topic

I’ve Someone to Write Your Paper To Me – Learn The Way to Write Your Own Personal Essay To a Appealing Topic “I’ve a person to write my newspaper to get me” is an effortless matter to say, but it does not mean it’ll remain authentic. Sometimes it may be exceedingly really hard to write your essay and much harder to understand it. There are … სრულად წაკითხვა I’ve Someone to Write My Paper For Me Learn The Way to Compose Your Own Personal Essay For a Appealing Topic

I’ve Someone to Write My Paper For Me Learn The Way to Compose Your Own Personal Essay For a Appealing Topic

I’ve Someone to Write Your Paper To Me – Learn The Way to Write Your Own Personal Essay To a Appealing Topic “I’ve a person to write my newspaper to get me” is an effortless matter to say, but it does not mean it’ll remain authentic. Sometimes it may be exceedingly really hard to write your essay and much harder to understand it. There are … სრულად წაკითხვა I’ve Someone to Write My Paper For Me Learn The Way to Compose Your Own Personal Essay For a Appealing Topic

რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას

რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისანში გიორგი ვაშაძის კანდიდატურას ყველა თავისი რესურსით დაუჭერს მხარს. „ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს სპეკულაციებზე, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის. მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა … სრულად წაკითხვა რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას

გამოწვევაა პატიმართა შორის ძალადობა, რომლის რისკებს ზრდის ზოგიერთ დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა

ომბუდსმენი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენი ამბობს, დაკავებული პირები კვლავ უთითებენ დაკავებისას ძალის გადამეტებასა და დაკავების შემდეგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. პენიტენციურ დაწესებულებებში კი პატიმრები ცალკეულ შემთხვევებში უთითებენ პერსონალის მხრიდან ძალადობაზე. განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის … სრულად წაკითხვა გამოწვევაა პატიმართა შორის ძალადობა, რომლის რისკებს ზრდის ზოგიერთ დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა