პატრიარქი ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლოა და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. “საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. … სრულად წაკითხვა პატრიარქი ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლოა და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე

დეკანოზი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო – ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და აბსოლუტურად ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ამდენი ხნის განმავლობაში ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა.“ ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ყველაფერი ის, რაც სათქმელია, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაცხადდეს. კითხვაზე, რამდენად შეიძლება, წმინდა სინოდის გადაწყეტილება უკავშირდებოდეს იმას, … სრულად წაკითხვა დეკანოზი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო – ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა

როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ ჩაიხედა კანონმდებლობაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს

როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ ჩაიხედა საქართველოს კანონმდებლობაში და კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა მათ კანონმდებლობა მანამ შეესწავლათ, ვიდრე წარდგინებას ხელს მოაწერდნენ. „მე დღემდე ძალიან მორჩილად ველოდები სალომე ზურაბიშვილთან იუსტიციის საბჭოს ე.წ. წარდგინებას, რომელსაც ის არ აკეთებს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ … სრულად წაკითხვა როგორღაც ერთ-ერთმა მოსამართლემ ალბათ ჩაიხედა კანონმდებლობაში, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ ათავისუფლებს

მამუკა ხაზარაძე „მუქარის წერილზე“ – არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ბიძინა ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიას ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით განუცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ პროკურატურისგან. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალ ადვოკატები შეიტანენ განცხადებას პროკურატურაში, რომ საქმეზე ინფორმაცია მიიღონ. „უახლოეს დღეებში, ალბათ ხვალ, ჩვენი ადვოკტები შეიტანენ მეორე წერილს, რომ გავერკვეთ სად დგას საქმე, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის … სრულად წაკითხვა მამუკა ხაზარაძე „მუქარის წერილზე“ – არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება

დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და … სრულად წაკითხვა დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს

წმინდა სინოდი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამის შესახებ სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. „დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. წყარო სრულად წაკითხვა წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. უფრო კონკრეტულად, ინფორმირებული პირის ინფორმაციით, „პრეზიდენტი ფიქრობს კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაზე, სადაც შეწყალების შემთხვევების განხილვა მოხდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“. გარდა პრეზიდენტის ინიციატივისა, … სრულად წაკითხვა პრეზიდენტი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, რაც სავალალოა

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად გამოიჩინოს შინაგანი ძალა, გონიერება, პასუხისმგებლობა, რომ თვითონ მიხედოს შეწყალების საქმეს, ახლა ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, ეს არის სავალალო, – ამის შესახებ “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტის მიერ შემუშავებული პროექტის თაობაზე განუცხადა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, კონკრეტულ შინაარს თუ რა ჩაიწერება პროექტში, “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”. „ჩვენ ვხედავთ ძალიან სავალალო პროცესს, როდესაც უმაღლესი თანამდებობის … სრულად წაკითხვა იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, რაც სავალალოა

პრეზიდენტს შევთავაზეთ, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მსჯავრდებულს უკავშირდებოდეს

პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ მის ქცევას საზოგადოებაში და მის ინტეგრაციას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს შეწყალების აქტთან დაკავშირებით რეკომენდაციის თხოვნით მიმართა. ოხანაშვილის ინფორმაციით, პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად შემუშავებული მოსაზრებები და რეკომენდაციები პრეზიდენტს წარუდგინა. მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს განსაკუთრებით … სრულად წაკითხვა პრეზიდენტს შევთავაზეთ, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მსჯავრდებულს უკავშირდებოდეს

ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები – შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო

ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება და ვთვლით, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იუსტიციის მიონისტრი თეა წულუკიანი შეხვდნენ. როგორც თალაკვაძემ განაცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შედგა და ის საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა … სრულად წაკითხვა ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები – შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო