დღეს ვაჟა აზარაშვილი იუბილარია

დღეს ვაჟა აზარაშვილი იუბილარია, მას 85 წელი შეუსრულდა. ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა  და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. იონა ტუსკიას კომპოზიციის კლასი) მიიღო. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამჟამად იგი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. 1998–2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა. ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება … სრულად წაკითხვა დღეს ვაჟა აზარაშვილი იუბილარია

იტალიელი მომღერალი და მსახიობი რაფაელა კარრა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი და მსახიობი რაფაელა კარრა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ იტალიური პრესა იტყობინება. ტელევიზიაში, წლების განმავლობაში რაფაელა კარრას მიყავდა გადაცემა სახელწოდებით Amore, რომლის დახმარებითაც 150 000-ზე მეტი ბავშვი იშვილეს.   სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა იტალიელი მომღერალი და მსახიობი რაფაელა კარრა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა რუსი რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. “გამოჩენილი რუსი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი ვლადიმერ მენშოვი 82 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციის შედეგად გარდაიცვალა,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 1981 წელს მენშოვის ფილმმა “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” მიიღო “ოსკარი” ნომინაციაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა გარდაიცვალა რუსი რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი

კულტურის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების დაფინანსებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო

კულტურის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების დაფინანსებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო – უწყება ისევ კულტურის მხარდასაჭერი კონკურსების შესახებ იუწყება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით 10 კონკურსი გამოაცხადა. კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კონკურსები ხელს შეუწყობს ქართული თეატრისა და კინოს, თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის განვითარებას. კონკურსები მიზნად ისახავს კერძო თეატრებისა და საბავშვო თეატრ-სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების, ინკლუზიური სახელოვნებო და ა.შ. პროექტების … სრულად წაკითხვა კულტურის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების დაფინანსებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო

ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა

ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთ-ერთი წევრი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა. ზურას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. მომღერალი რაჭაში სწორედ დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა

რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ინფორმაციას  თბილისის მერია ადასტურებს. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში. გამოსვენება 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

“იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია”

“ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, – ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე … სრულად წაკითხვა “იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია”

პიანისტმა ირმა გიგანმა BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსში გაიმარჯვა

“სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი , I პრემია და ყველა სპეც. პრიზი (მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის) 17 ივნისს, გავმართავ სოლო კონცერტს Brucknerhaus-ში (ავსტრია)” – წერს სოციალურ ქსელში პიანისტი ირმა გიგანი. News.ge ულოცავს ირმა გიგანს ამ წარმატებას. სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა პიანისტმა ირმა გიგანმა BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსში გაიმარჯვა

21 მაისი… სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე

სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე 1937 წლის 21 მაისი…..საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ნებიერა გოგოს საინტერესო, მრავალფეროვანი, მშფოთვარე და შემოქმედებითად მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. მას არ უყვარდა ჟურნალისტებთან შეხვედრები და ინტერვიუები, თუმცა საბედნიეროდ, მომავალ თაობებს შემორჩა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი … სრულად წაკითხვა 21 მაისი… სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე