პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის თანაპარტიელ კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს. შსს-ში 8 საათზე ბრიფინგი გაიმართება. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს, მას შემდეგ რაც, ისინი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გამოვიდნენ. „გადაგვიდგნენ მანქანებით და ირაკლის დაადეს ხელბორკილები“,- ამბობს ანა რეხვიაშვილი. მისი განცხადებით, ოქრუაშვილი დააკავეს … სრულად წაკითხვა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს