ლიკა კაპანაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო ყოველდღიური გაზეთი “რეზონანსი”. 17 წლის ვიყავი ახლობელმა რომ მიმიყვანა სტაჟიორად, პარალელურად პროგრამირებაზე ვსწავლობდი, თან ჟურნალისტიკით ვიყავი გატაცებული. “რეზონანსში” კულტურის განყოფილებაში აღმოვჩნდი, ნინო დანელიასთან. გაზეთში 2-3 წელი ვიმუშავე, ვწერდი ხელოვნებაზე, დავდიოდი გამოფენებზე, ვაკეთებდი რეპორტაჟებს, გავიცანი უამრავი ადამიანი, როგორც ხელოვნების, ისე ჟურნალისტიკის მიმართულებით. მაშინ რეზონანსი იყო წამყვანი გაზეთი საქართველოში, ბევრი ცნობილი ჟურნალისტი მუშაობდა…. წყარო სრულად წაკითხვა ლიკა კაპანაძე – #პირველისამსახური

მზია შარაშიძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური, სადაც პირველი ოფიციალური ხელფასი ავიღე, პირველი რადიო იყო – რადიო 106 (106.4 FM). პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური, რომელიც FM დიაპაზონზე გაიხსნა. 90-იანი წლების ახალგაზრდებისთვის დიჯეობა საოცნებო და შესაშურ საქმიანობად ითვლებოდა. 18 წლის სტუდენტს სრულიად წამოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ შესაძლებელი იყო, ოდესმე მეც მივსალმებოდი რადიომსმენელს და მეც გამეშვა ეთერში ჩემი გემოვნებით შერჩეული სიმღერები. ალბათ თინეიჯერულმა… წყარო სრულად წაკითხვა მზია შარაშიძე – #პირველისამსახური

ეკა ყიფიანი – #პირველისამსახური

დღემდე ვერ ჩამოვყალიბდი პირველ სამსახურად რომელი მოვიხსენიო… მეათე კლასში – სასკოლო გაზეთში რომ ინტერვიუებს ვწერდი, თან არც ისე კარგად, მეთერთმეტე კლასში – გაცვლითი პროგრამის დროს ბავშვთა საფეხბურთო გუნდს რომ ვწვრთნიდი ამერიკის ერთ ერთ მოკრძალებულ სოფელში, თუ პირველ კურსზე ინგლისურს რომ ვასწავლიდი ჯიბის ფულის საშოვნელად. ალბათ მაინც იმას, რომლის ფარგლებშიც პირველი ოფიციალური ხელფასი დამენიშნა. ჰოდა, ეს… წყარო სრულად წაკითხვა ეკა ყიფიანი – #პირველისამსახური

დოდი ხარხელი – #პირველისამსახური

ჩემს პირველ სამსახურად 7-8 წლის ასაკიდან მამის ფეხსაცმლის წმენდას დავასახელებდი. ბევრი მიფიქრია იმაზე, ამ მარტივმა “სამსახურმა” რამდენი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და რა მიმართულებით წაიყვანა ჩემი დამოკიდებულება შრომისადმი და ფულისადმი. მამა ყოველ დღე მიდიოდა სამსახურში. ბევრს მუშაობდა და გვიან მოდიოდა. ბნელი 90-იანები იყო, ცოტა ფულით, ბევრი კროსვორდებითა და სანთლის ჩამონაღვენთის ზელვით, სანამ დედა დამინახავდა და… წყარო სრულად წაკითხვა დოდი ხარხელი – #პირველისამსახური

ლაშა ბაკურაძე – #პირველისამსახური

18 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტიდან გაგვიშვეს ერთთვიან პრაქტიკაზე სხვადასხვა სადაზღევო კომპანიებში, მე ალდაგი ბისიაი შემხვდა. კადრების განყოფილების უფროსთან გასაუბრების შემდეგ, გვითხრეს, რომ იწყებდნენ ახალ პროექტს სადაზღვევო აგენტების სახით და თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, სტაჟირების მაგივრად, სადაზღვევო აგენტად დავიწყებდი მუშაობას, რასაც ბუნებრივია, დავთანხმდი. მაშინ ამ პოზიციას სხვა სახელი ერქვა, ალდაგი ბისიაიმ თავის გაყიდვების თანამშრომლებს მენეჯერების ან კონსულტანტების… წყარო სრულად წაკითხვა ლაშა ბაკურაძე – #პირველისამსახური

Alzheimer’s Society–ს კამპანია დემენციის მქონე ადამიანების დასახმარებლად

Alzheimer’s Society–ს ახალ კამპანიაში, რომელიც დემენციის მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, Channel 4 და ITV ერთობლივი ძალებით ჩაერთნენ. სტატისტიკის თანახმად, დემენცია დიდ ბრიტანეთში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. რაც ყველაზე უარესია, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, მარტოს უხდებათ საკუთარ მდგომარეობასთან ბრძოლა. სწორედ, მათ დახმარებასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ახალი კამპანია, რომლისთვისაც… წყარო სრულად წაკითხვა Alzheimer’s Society–ს კამპანია დემენციის მქონე ადამიანების დასახმარებლად

დიმიტრი ვაჩნაძე – #პირველისამსახური

რეკლამით 15 წლიდან დავინტერესდი, ვათვალიერებდი ხოლმე ჟურნალებს, გაზეთებს, შემდეგ უკვე ინტერნეტიც აქტიურად შემოვიდა და იქიდანაც ვნახულობდი მასალებს, მინდოდა უკეთ შემესწავლა ეს საქმე. მაშინ სარეკლამო სფერო ასე არ იყო ჩვენთან განვითარებული და მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მიმართულებით ვსწავლობდი, მაინც მოვხვდი სფეროში, რომელიც მაინტერესებდა. მაშ ასე, ჩემი პირველი სამსახური იყო პატარა სარეკლამო სააგენტო “კონტრასტი”. 18 წლის ვიყავი, როდესაც… წყარო სრულად წაკითხვა დიმიტრი ვაჩნაძე – #პირველისამსახური

თათია კარიაული – #პირველისამსახური

19 ან 20 წლის ვიყავი, ESM-ის მე-4 კურსზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტე სტარტაპებს ბიზნეს და მარკეტინგული გეგმების გაკეთებაში დავხმარებოდით. პირველი ბიზნეს გეგმა ტურისტული, რეკრეაციული კომპლექსისთვის შევქმენით. მთელი თავით ჩართული ვიყავი პროცესში, თუმცა, უფრო მეტად მარკეტინგულ ნაწილს ვხელმძღვანელობდი, მათ შორის ბაზრის კვლევის ჩატარებას და ა.შ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გვქონდა ამ ადამიანების წინაშე, ვინც თავისი მომავალი… წყარო სრულად წაკითხვა თათია კარიაული – #პირველისამსახური

ნათია სვანიძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო 18 წლის ასაკში ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანზიაცია “გელინო”, რომლის მიზანი ტაო–კლარჯეთის და ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მათზე ზრუნვა იყო. ფონდის ფუქნციონირების იდეა კი კომერციული საქმიანობებით არაკომერციული მიზნების დაფინანსება გახდა. თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მონაწილეობა მივიღე კახა ბენდუქიძის მიერ მოწყობილ ტაო–კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაში. მე და ჩემი… წყარო სრულად წაკითხვა ნათია სვანიძე – #პირველისამსახური

ზოგისთვის მიუღებელი, სინამდვილეში კი დიდი პოტენციალის მქონე ადამიანები – Axe–ს კარგი სამოტივაციო რგოლი

Axe–ს მომხმარებლისთვის ახალი დეოდორანტი “Axe You” აქვს. სახელწოდებიდან გამომდინარე, ბრენდმა სარეკლამო ვიდეორგოლის შესაქმნელად ისეთი ინდივიდუალური პერსონაჟები აარჩია, რომლებიც სხვებისგან გამორჩეულები არიან და თავიანთი საქციელით ზოგისთვის მიუღებლებადაც კი ითვლებიან. ბიჭი, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნით არის დაკავებული, ბურთით მოთამაშე თანატოლებისთვის დასაცინია ხოლმე. კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ყველგან და ყოველთვის თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს,… წყარო სრულად წაკითხვა ზოგისთვის მიუღებელი, სინამდვილეში კი დიდი პოტენციალის მქონე ადამიანები – Axe–ს კარგი სამოტივაციო რგოლი