მამა პეტრე კოლხი: ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა… ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე…

“ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა… ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე… ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი ,,სამოსელი პირველის” მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მერ წარმოებული ქართული ჩოხა… კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?! რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც … სრულად წაკითხვა მამა პეტრე კოლხი: ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა… ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე…

ნიკა მელია: პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს …

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, წვრილმანებშიც კი ჩანს ხელისუფლებვის ბუნება. „ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსხლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, … სრულად წაკითხვა ნიკა მელია: პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს …

გიორგი რურუა: ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყა

ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყარებ, რომ ის დადებით როლს ითამაშებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასმართლოსთან განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს. “ევროკავშირმა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თანხა გადაიხადა, ასე ჩათვალა საჭიროდ და მე ამას მივესალმები. მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც გააკეთეს – ამ … სრულად წაკითხვა გიორგი რურუა: ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყა

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია. სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ დღეს მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი … სრულად წაკითხვა სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

“ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა”

ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს. შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რითაც დავით გარეჯში სასულიერო პირებს, ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, ივერი მელაშვილს რომ გვერდით ვინმე დაუდგება, თან … სრულად წაკითხვა “ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა”

“წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები”

მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯში, “მთავარის” გადამღებ ჯგუფსა და ივერ მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: “ადანაშაულებენ მათ სიმთვრალეში, ნასვამობაშიც კი არა, სიმთვრალე და რაღაცა…აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, რომ ეს დღესასწაული არ არის დამთავრებული. სავარაუდოდ ეს ბერები, წესია უბრალოდ, 6 ათასი გარეჯელი ბერის ხსენებაა წარმოიდგინეთ, სტუმრები არიან, ეს არ არიან მარტო იმ მონასტერში მცხოვრები…ცხადია, რომ წირვის შემდგ, აუცილებლად ტიპიკონით არის ესე, … სრულად წაკითხვა “წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხვალ გიორგობაა და წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები”

“მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს…”

მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტ-ნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, სამწუხარო რეალობაა, რომ შემთხვევების მატება გრძელდება. „შემთხვევები 1 000-ზე ნაკლები იყო, მაგრამ ის რომ ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1 500 არის ძალიან დამაფიქრებელია. ერთი გზა იმისა, რომ თავი დავიცვათ არის პირბადე, დისტანცია, თავყრილობების არიდება … სრულად წაკითხვა “მაისის პირველი ნახევარი თუ განვვლეთ ისე, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ იქნება, იმედი გვაქვს…”

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის საპატრიარქოში წააბრძანეს, საიდანაც სხვადასხვა ტაძრებსა და ეპარქიებში გადანაწილდება. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. წყარო სრულად წაკითხვა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს

სალომე სამადაშვილი: მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას …

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო. მისივე შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. „მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო. ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის … სრულად წაკითხვა სალომე სამადაშვილი: მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას …

თენგიზ ცერცვაძე: „ლოკდაუნი“ რომ გამოგვეცხადებინა, 2 კვირაში 200-300 შემთხვევაზე ჩამოვიდოდით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ არის ვარაუდი, რომ ეპიდვითარება კიდევ არ გაუარესდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები რომ დაწესებულიყო, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც შემცირებოდა, თუმცა, მისი განმარტებით, მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს და ეს მათზეც აისახებოდა. „მკაცრი „ლოკდაუნი“ რომ გამოგვეცხადებინა, როგორც ისრაელმა გამოაცხადა სამი თვის წინ, ან ახლა თურქეთმა, მაშინ დიდი ალბათობით, „მესამე ტალღა“, რომელიც ჯერ არ არის ისეთი სრულმასშტაბიანი და … სრულად წაკითხვა თენგიზ ცერცვაძე: „ლოკდაუნი“ რომ გამოგვეცხადებინა, 2 კვირაში 200-300 შემთხვევაზე ჩამოვიდოდით