ზაფხულის მიმზიდველი თამაშები დაიწყო – Magnum–ის მოდური რეკლამა

Magnum, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და ჩვეულებისამებრ, მაცდურად ემზადება ზაფხულისთვის და მომხმარებელსაც ასეთივე შემართებით უქმნის განწყობას. ბრენდი, რომლის სარეკლამო ვიდეორგოლებზეც არაერთ ცნობილ დიზაინერს (მაგალითად, კარლ ლაგერფილდს) აქვს ნამუშევარი, თავის ჩვეულებას არც ამჯერად ღალატობს და საოცრად დახვეწილ, მიმზიდველ, მოდურ რგოლს გვთავაზობს. ულამაზესი ქალბატონები, მათი “კეკლუცობა”, Magnum–ის ახალი უგემრიელესი თეთრი შოკოლადის ნაყინი და მოხიბლული მამაკაცები… ბრენდი მზადაა… წყარო სრულად წაკითხვა ზაფხულის მიმზიდველი თამაშები დაიწყო – Magnum–ის მოდური რეკლამა

მდუმარე ქალბატონები – კრეატიული პოსტერები სიტყვის თავისუფლების დასაცავად

მიუხედავად გაუთავებელი საუბრებისა და კამპანიებისა გენდერული თანასწორობის თემასთან დაკავშირებით, მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალბატონების უფლებები ირღვევა. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი. ეს ხდება ყოველ დღე და ყველგან, ჩვეულებრივ საუბრებში, მედიაში, გადაცემებში, პოლიტიკურ დებატებში და ა.შ. სააგენტო BETC–მა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, წამოიწყო სპეციალური კამპანია “MANTERRUPTION”, რომლის ფარგლებშიც, საინტერესო პოსტერებთან ერთად, შექმნა აპლიკაცია, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად… წყარო სრულად წაკითხვა მდუმარე ქალბატონები – კრეატიული პოსტერები სიტყვის თავისუფლების დასაცავად

რას ნიშნავს “ნამდვილი ქალბატონი” და როგორ ვხედავთ მას სარეკლამო სივრცეში?! – Dove-ის კამპანია

სარეკლამო სფეროსთვის ქალის მნიშვნელობა ყოველთვის ძალიან მაღალია, თუმცა, არა შინაარსობრივად, არამედ უფრო ვიზუალურად. გასაკვირი არც არაფერია, მსგავსი დამოკიდებულება ისევ და ისევ საზოგადოებრივი ინტერესიდან მოდის. რა მოხდება, თუ Google–ის საძიებო სისტემაში ჩავწერთ “ნამდვილ ქალბატონს”? ძირითადად, ლამაზ, გამომწვევ ფოტოებს ვიხილავთ, რომლებთანაც ქალბატონების 68% საერთოს ვერაფერს ხედავს. კომპანია Dove–მა გადაწყვიტა სიტყვა “ნამდვილისთვის” თავისი მნიშვნელობა დაებრუნებინა და საკმაოდ საინტერესო,… წყარო სრულად წაკითხვა რას ნიშნავს “ნამდვილი ქალბატონი” და როგორ ვხედავთ მას სარეკლამო სივრცეში?! – Dove-ის კამპანია

ფერადკანიანი ქალები უნიკალური თმით – Pantene–ს რგოლის მთავარი გმირები

ზოგისთვის მიუღებელი, სხვებისთვის კი შთაგონების არაჩვეულებრივი წყარო. ფერადკანიანი ქალბატონები Pantene–ის სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირები გახდნენ. ალბათ ახალი არავისთვის იქნება, რომ აღვნიშნოთ, რამდენად უნიკალურია მათი თმები და ვარცხნილობები. თავდაჯერებული, ლამაზი, მიზანდასახული ქალბატონები საკმაოდ პოეტურად გვიხსნიან ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი თმის მნიშვნელობას. Pantene კი, გარდა მიმზიდველი და ეფექტური ვიდეორგოლისა, თავისი პროდუქციით მომხმარებლის თმების სიჯანსაღესა და სილამაზეზე უკვე… წყარო სრულად წაკითხვა ფერადკანიანი ქალები უნიკალური თმით – Pantene–ს რგოლის მთავარი გმირები

გიყვარდეთ საკუთარი სხეული! – Beyonce და ბობ მარლის შვილიშვილი Ivy Park–ის ვიდეორგოლში

როდესაც ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც Beyonce და ბობ მარლის შვილიშვილი ლუიზ მარლი საკუთარი სხეულის სიყვარულისა და რეგულარული ვარჯიშისკენ მოგიწოდებენ, სულ რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანი იყო, მაინც გიჩნდება ნაბიჯის გადადგმის სურვილი. ეს არაჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლი მომღერლის ტანსაცმლის ხაზის Ivy Park–ისთვის შეიქმნა. ლოს–ანჯელესის არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე მოსაუბრე ცნობილი ქალბატონები ყველასთვის შეიძლება იქცნენ შთაგონების წყაროდ. გარდა ამისა, თავად… წყარო სრულად წაკითხვა გიყვარდეთ საკუთარი სხეული! – Beyonce და ბობ მარლის შვილიშვილი Ivy Park–ის ვიდეორგოლში