„ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა”

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალური სიტუაცია “ჩვეულებრივი თემაა”. “გასაკვირი რაა ამაში, ეს ჩვეულებრივი თემაა, ყოველ წელიწადს ხდება და სულ მოხდება. ხან იზრდება, ხან აკლდება”, — განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ბოლო დროის გახმაურებულ მკვლელობებს, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეს, გომელაურმა აღნიშნა, “ნუ შეფუთავთ გამოუძიებელ საქმედ”, გამოძიება მიმდინარეობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს. წყარო სრულად წაკითხვა „ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა”

spletnik.ru: ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც გაშორდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 37 წლის ნადეჟდა ობოლენცევა და 38 წლის რეზო გიგინეიშვილი ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი “ტყუილები და ფულის ფუჭი დაპირებები” გახდა, ამ ვერსიას tlgrm.ru/channels/@sncmag ავრცელებს. რეზო გიგინეიშვილისთვის და ნადეჟდა ობოლენცევასთვისაც მათი ქორწინება მესამე იყო. რეზო გიგინეიშვილს პირველი მეუღლისგან, ანასტასია კოჩეტკოვასგან შვილი მარია ჰყავს, მეორე მეუღლისგან, ნადეჟდა მიხალკოვასგან ორი შვილი – ნინა და ივანე. ნადეჟდა ობოლენცევას რეზომდე ჰყავდა ორი … სრულად წაკითხვა spletnik.ru: ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც გაშორდა

ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ნიკოლოზ ცისკარიძესთან (ვიდეო)

საქართველოს სახალხო არტისტი,  ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ, ვაგანოვის სახელობის რუსული საბალეტო აკადემიის რექტორთან, ნიკოლოზ ცისკარიძესთან. წყარო სრულად წაკითხვა ნინო ანანიაშვილის ინტერვიუ ნიკოლოზ ცისკარიძესთან (ვიდეო)

“”ექიმების საქმეზე” არ მინდოდა რამის დაწერა- სუბიექტური ვარ, ცხადია … არა, ვერ მოვითმინე!”

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში “ექიმების საქმეზე” სტატუსს აქვეყნებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას – პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. “”ექიმების საქმეზე” არ მინდოდა რამის დაწერა- სუბიექტური ვარ, ცხადია და არ მინდა ჩემი … სრულად წაკითხვა “”ექიმების საქმეზე” არ მინდოდა რამის დაწერა- სუბიექტური ვარ, ცხადია … არა, ვერ მოვითმინე!”

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

7 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1,000 კვ.მ-ზე უკვე გაშენებულია პომიდვრის სათბური. შპს აგრო გარდენსი 10 ტონა მოსავლის მიღებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებულია 5 ადამიანი. ინვესტიციის ჯამური მოცულონა 97 500 ლარია. „მოხარული ვართ, რომ … სრულად წაკითხვა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

5 აგვისტოს ღონისძიებაზე Samsung-მა ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორებს, ლიქსებს (leaks), მომხმარებლების მოლოდინს და ოფიციალურად წარადგინა ნოუთ სერიის ფლაგმანები: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra. Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს – თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა – 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, რომლის პიქსელების სიმჭირდოვე არის 508 … სრულად წაკითხვა ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲑᲔᲗᲖᲔ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲢᲣᲠᲜᲘᲠᲘ ᲜᲐᲠᲓᲨᲘ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ

• ტურნირი ევროპაბეთის პლატფორმაზე გაიმართა • შეჯიბრის მონაწილეებს ფულადი და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ • ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში“ შესახებ – responsible.ge კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპაბეთის პლატფორმაზე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 5 ივლისს აიღო, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს დაიწყო. ტურნირის მონაწილეები საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა რევაზ ცხოვრებაშვილმა და ევროპაბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კოპინაძემ დააჯილდოვეს. შეჯიბრის … სრულად წაკითხვა ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲑᲔᲗᲖᲔ ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲢᲣᲠᲜᲘᲠᲘ ᲜᲐᲠᲓᲨᲘ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ

გოგლა ჟვანია: ბუსა ჟვანია შედარებით უფრო მსუბუქად არის დაჭრილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი. „დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ. გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ცნობისთვის, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, … სრულად წაკითხვა გოგლა ჟვანია: ბუსა ჟვანია შედარებით უფრო მსუბუქად არის დაჭრილი

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვით იმუქრება

დონალდ ტრამპი აშშ-ში სოცქსელის TikTok-ის აკრძალვით იმუქრება. ამერიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა პროპაგანდას ეწევა და მომხმარებლების მონაცემებს  ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს. ამავდროულად, ახალი ამბების სააგენტო Bloomberg წერს, რომ რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანია  ერთდროულად აპირებს  TikTok– ში წილის შეძენას. ბოლო მონაცემებით, სოციალურ ქსელს უკვე 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. იგი გამოიყენება 150 ქვეყანაში. ცნობისათვის,  აპლიკაცია ინდოეთში უკვე აკრძალულია, აკრძალვას გეგმავს იაპონიაც.   წყარო სრულად წაკითხვა დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვით იმუქრება

თოფაძეების ოჯახის ადვოკატი: სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია. „ამ მომენტისთვის ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მძიმე მდგომარეობაში იყო. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ. როგორც … სრულად წაკითხვა თოფაძეების ოჯახის ადვოკატი: სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება