UEFA გიორგი ჩაკვეტაძეზე: ეს სახელი დაიმახსოვრეთ

UEFA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. „დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გიორგი ჩაკვეტაძე. ის მხოლოდ 19 წლისაა“ – წერია ვიდეოს აღწერაში. ვიდეო 19 სექტემბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გამართული მატჩიდან ფრაგმენტს ასახავს. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში 59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი მეტოქის კარში 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ბოლო დროს გავრცელებული … სრულად წაკითხვა UEFA გიორგი ჩაკვეტაძეზე: ეს სახელი დაიმახსოვრეთ

კანადელი ჩოგბურთელის ეჟენი ბუშარის ახალი ფოტო: 200 ათასი მოწონება 24 საათში!

კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა მონაწილეობა მიიღო გამოცემა Sports Illustrated-ის ფოტოსესიაში. ცნობისათვის,  ყველა ნამუშევარი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბუშარმა კვადროციკლთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ერთ დღეში 200 ათასი ლაიქი და 5 ათასზე მეტი კომენტარი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ბუშარს სხვადასხვა დროს იმავე Sports Illustrated-თანაც უთანამშრომლია და სხვა ცნობილ გამოცემებთანაც. სრულად წაკითხვა სრულად წაკითხვა კანადელი ჩოგბურთელის ეჟენი ბუშარის ახალი ფოტო: 200 ათასი მოწონება 24 საათში!

UEFA.COM – თბილისი ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

შესაძლოა, თბილისმა პრესტიჟული ტურნირის, ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს – ინფორმაცია დღეს, უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სია გამოაქვეყნა. უეფა 2021 წელს, საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობაზე, წინადადებებს 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იღებდა. შემოთავაზებები 11-მა წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალია. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2019 წლის მაისში ან ივნისში … სრულად წაკითხვა UEFA.COM – თბილისი ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. მოჭიდავეებს წარმატება პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორე გენო პეტრიაშვილი … სრულად წაკითხვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა