“ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია”

ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი … სრულად წაკითხვა “ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია”

” იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ”

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. “ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების … სრულად წაკითხვა ” იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ”

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, … სრულად წაკითხვა სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, ანამნეზი, ცხელება, პლუს სუნთქვის უკმარისობა, … სრულად წაკითხვა “რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა”

საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. „30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ სააგენტოში. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ აპრილს, დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 30 მარტს წვიმა და … სრულად წაკითხვა საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად ასრულებენ თავიანთ საქმეს – აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

თუ ეთნიკური აფხაზი არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეობას და არ უნდა, რომ დანარჩენ საქართველოში იმკურნალოს, აფხაზეთში პრობლემები შეექმნებათ, რადგან მათ გაუჭირდებათ ასეთ ადამიანს უმკურნალონ იმიტომ, რომ შესაბამისი პერსონალი, მომსახურება და წამლები ალბათ არ აქვთ, – ამის შესახებ კონფლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების გადმოყვანა. „ვიდრე მოქალაქე თანახმაა, რომ იმკურნალოს დანარჩენ საქართველოში, იქნება ეს ზუგდიდი თუ სხვა … სრულად წაკითხვა ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად ასრულებენ თავიანთ საქმეს – აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ. რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ … სრულად წაკითხვა განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება

ნათია თურნავა: მძიმე საყურებელია, რომ ლარი გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ლარის კურსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსისგან – ამ გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება. კორონავირუსი ეკონომიკას … სრულად წაკითხვა ნათია თურნავა: მძიმე საყურებელია, რომ ლარი გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება

ზურაბ გურული: საქართველოს ჯერ არ უნახავს კორონა და ღმერთმა ნუ ანახოს!

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა გაყალბებული კი არ არის, უბრალოდ არ არსებობს. ამჟამად ზუსტ სტატისტიკას ვერავინ დაადგენს, ამიტომ უნდა იმუშავო ლოგიკური ინსტიქტებით. ვისაც ეს ინსტიქტები ჩლუნგი აღმოაჩნდება, განწირულია და გვაქვს ამის მაგალითები უკვე. საყოველთაო სწრაფი ტესტირებით საერთო სტატისტიკის დაზუსტება ვერ მოხერხდება, რადგან ტესტების პასუხები შეიძლება საათებში შეიცვალოს. შესაბამისად, სწრაფი … სრულად წაკითხვა ზურაბ გურული: საქართველოს ჯერ არ უნახავს კორონა და ღმერთმა ნუ ანახოს!

მოსკოვში სრული თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სრული თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა, აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის სავალდებულო თვითიზოლაციას. აკრძალულია საცხოვრებელი სახლის დატოვება გარდა იმ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევებისა, ან/და თუ კონკრეტული პირის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ნებადართულია ასევე უახლოეს მაღაზიასა თუ აფთიაქში წასვლა. ცხოველის გასეირნება და ნაგვის გადაყრა მხოლოდ უახლოეს ტერიტორიაზე. დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვით ექნებათ. “მომდევნო კვირაში მოხდება ჭკვიანი სისტემების დამონტაჟება, რომელიც აკონტროლებს … სრულად წაკითხვა მოსკოვში სრული თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა